07:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 14:17:29, 1445 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენის წარმომადგენელი: ბათუმში ერთ-ერთმა დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ციალა ქათამაძის ინფორმაციით, ბათუმის მოვლენების გამოდაკავებულებიდან ერთ-ერთმა შემშილობა დაიწყო. 

ამასთან, ქათამაძემ მოშიმშილის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნული პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 5-დღიან პატიმრობაში იმყოფებოდა.

ქათამაძის თქმით, სამივე პირი, რომლებიც გუშინ დააკავეს, აცხადებენ, რომ დაკავებისას ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. 

ცნობისთვის, ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე კიდევ სამი პირი გუშინ დააკავეს. მათ აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღესვე იმჯელებს. სხდომა 17:00 საათზე დაიწყება.

სისხლის სამართლის საქმეზე ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში 15 პირია, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. კიდევ ერთ არასრულწლოვანს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ვითარება 11-12 მარტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე - რამაზ ხიმშიაშვილი და ჯიმი ვარშანიძე დაუმორჩილებლობის ბრალდებით მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics