|
2017-03-23 16:41:13, 1278 ნახვა
საზოგადოება
გარდაბანში მსოფლიო მეცხოველეობის დღე აღინიშნა
მსოფლიო მეცხოველეობის დღის აღსანიშნავად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, დუნიამალ გაჯიევი ფერმერებს შეხვდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის გამგეობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მეცხოველეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. „მეცხოველეობის დარგი საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია და ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებამდე მივიტანოთ ინფორმაცია ყველა იმ სიახლისა და აქტივობის შესახებ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში არსებობს. ფერმერებთან გამართული დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოძიებიულია და აღდგენილია ადგილობრივი ქართული ჯიშები, რომლებიც ფერმერულ მეურნეობებში გავრცელდება. „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მეცხოველეობის განვითარებისთვის მრავალპროფილურ აქტივობებს ახორციელებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ მოძიებულია და სოფელ თელეთში სანაშენე ფერმაში განთავსებულია, როგორც ხევსურული ძროხის ადგილობრივი პოპულაციები, ასევე კახური ღორის, ფრინველის სხვადასხვა ჯიშ-პოპულაციები და ქართული ცხვრის თუშური და იმერული პოპულაციები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ჯიშების ხალასად მოშენება, იმდენად, რამდენადაც ასეთი წესით მოშენებული ჯიშები მაღალპროდუქტიულია და საქართველოს გარემო პირობებთან შეგუებული, რაც საერთო ჯამში პროდუქტიულობის ამაღლების მეტ საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის სემინარი ჩაატარეს და დეტალურად ისაუბრეს მეძროხეობის, მეფრინველეობის, მეაბრეშუმეობის, ვეტერინარიის და მეთევზეობის დარგის განვითრების პოტენციალზე, არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა აღნიშნა, ფერმერებისთვის ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაცია, რადგან რეგიონში იგეგმება ახალი პროექტები და ინვესტიციები, რომლეთა მიზნობრიობაც სწორად უნდა იყოს განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მეცხოველეობის დარგში აქტიურად 400 000-მდე ფერმერია ჩართული, ქვემო ქართლი კი, მეცხოველეობის განვითარების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)