13:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 22:43:12, 2821 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი

ლონდონში, დღევანდელი ტერაქტის შედეგად ხუთიადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდონით იუწყება.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ის პოლიციელიც არის, რომელიც დღეს თავდამსხმელმა დანით დაჭრა. 

ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებაც, ამ დროისთვის, მათი რიცხვი 20-ზე მეტია.

შეგახსენებთ, დღეს ლონდონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა.

ცოტა ხნის შემდეგ, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა.

სკოტლანდ-იარდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

პარლამენტის შენობა ამ დროისთვის ბლოკირებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics