|
2017-03-22 15:04:02, 853 ნახვა
სამხედრო
სამხედრო ატაშეებმა საქართველოს თავდაცვის უწყების რეფორმას მხარდაჭერა გამოუცხადეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს, უწყებაში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი და სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წლიური გეგმის ფარგლებში გაიმართა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მინისტრთან ერთად მისმა პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს. შეხვედრას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და გენერალური შტაბის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, ახალი სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს (SDR) და იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელიც დოკუმენტშია ასახული. „სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი 2017-2020“ ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვარს და მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას ისახავს. „სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის მთავარი მიზანია თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტების ჰარმონიზება იმ ინიციატივებთან, რომლებიც საქართველოში ცალკეულ ქვეყნებს თავდაცვის სფეროში გააჩნიათ, ასევე, ამ პრიორიტეტების სინქრონიზება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასთან, რომელსაც 2017 წელს ვიწყებთ. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ და პროცესში ერთად ჩავერთოთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. სამხედრო ატაშეებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა დადებითად შეაფასეს, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს. სამხედრო ატაშეების ასოციაცია 24 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. ატაშეების გაერთიანების მიზანია, საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან ორმხრივი გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ. (NS)
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)