|
2017-03-22 14:52:25, 2175 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„ოცნების დეპუტატები ისეთ სიტყვებს იყენებენ, რომლის მნიშვნელობაც არ იციან - გვახსოვს, ერთს EBRD სალანძღავი სიტყვა ეგონა“
"ნაციონალური მოძროაბის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატები ხშირად ისეთ სიტყვებს იყენებენ დებატებში, რომლის მნიშვნელობაც არ იციან. როგორც ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს პარლამენტი გადალახავს პრეზიდენტის ვეტოს და მიიღებს ე.წ. მოსმენების შესახებ ისეთ კანონს, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად სახალხო დამცველი, სრული ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. "უმრავლესობის დეპუტატები ისეთ სიტყვებს იყენებენ, რომლის მნიშვნელობაც, როგორც წესი, არ იციან. დღევანდელმა დღემაც გვაჩვენა ეს. ასევე, გვახსოვს ქართული ოცნების დეპუტატი, რომელსაც იბიარდი სალანძღავი სიტყვა ეგონა; მინისტრი, რომელმაც უპრიანის განმარტება არ იცოდა და საერთოდ თალიბანი პიროვნება ეგონა. ამ პარლამენტის მთავარი პრობელემა ბიძინა ივანიშვილის სრული მორჩილებაა. დღეს ეს პარლამენტი გადალახავს პრეზიდენტის ვეტოს და მიიღებს ე.წ. მოსმენების შესახებ ისეთ კანონს, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად სახალხო დამცველი, სრული ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან, რადგან ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლელებებსა და თავისუფლებებს ეწინააღმდეგება. არ ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკვეთას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. თქვენ კოლეგები უმრავლესობიდან, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლელებს იცავდეთ, ბრმად იცავთ ბიძინას ინტერესებს. უფლებას აძლევთ ნებისმიერ ჩვენგანს, თქვენგანს მოუსმინოს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე. უკანონო მოსმენები და თვალთვალი არის ბიძინა ივანიშვილისთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ასეთი ხერხით მოვიდა და ასევე აპირებს შეინარჩუნოს ხელისუფლება. მინდა მივმართო მას, ქვეყანაში ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც არ ეშინიათ თქვენი ბინძური მეთოდების, შანტაჟისა და მოსმენის. ჩვენ ყველაფრის ფასად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის", - მიმართა ბოკუჩავამ მმართველ გუნდს.
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)