|
2017-03-21 13:40:18, 1144 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა პირველი ქართული საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი შექმნა
საქართველოს ბანკმა საბანკო ტერმინთა განმარტებითი ელექტორნული და ბეჭდური ლექსიკონის შექმნა www.terminebi.ge ლექსიკონის მიზანია, ნებისმიერ მომხმარებელს გაუმარტივოს საბანკო სფეროსთან ურთიერთობა, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახადოს დღემდე დამკვიდრებული საბანკო ცნებები, მათი განსაზღვრებები და ამით ხელი შეუწყოს საქართველოში ფინანსური განათლების გავრცელებას. ეს არის საქართველოში საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის პირველი გამოცემა. ლექსიკონი მოიცავს 1 000-მდე ტერმინს როგორც საბანკო, ისე საფინანსო, იურიდიული, საბუღალტრო, სადაზღვევო, მარკეტინგული და სხვა მონათესავე სფეროებიდან. საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი ბანკმა ბეჭდური სახითაც გამოსცა, რომელიც საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში განთავსდება, ასევე საჩუქრად გადაეცემა საჯარო ბიბლიოთეკებს და უნივერსიტეტებს. „საქართველოს ბანკის მხრიდან აღნიშნული ინიციატივა არის იმ პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც ქვეყნის წამყვან ბანკს მომხმარებლების და საზოგადოების წინაშე აქვს. მომხმარებელს ხშირად უწევს საბანკო კონტრაქტების თუ პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება, სადაც სწორედ საბანკო ტერმინები ხვდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვექმნა საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც შესაძლოა ბანკთან ურთიერთობისას დასჭირდეს მომხმარებელს, როგორც ხელშეკრულებების კითხვის, ასევე საბანკო პროდუქტების არჩევის და გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, ელექტრონული ლექსიკონი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, რათა ხელი შევუწყოთ ფინანსური განათლების გავრცელებას ქვეყანაში“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. „ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საბანკო ლექსიკონის შექმნა მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინფორმირების, და ამ გზით, მათი უფლებების უკეთ დაცვის მიზნით. ვფიქრობ, რომ ლექსიკონი დაეხმარება მომხმარებლებს უკეთ გაერკვნენ ბანკთან ურთიერთობისას, როგორც მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობებში, ისე ზოგადად საბანკო პროდუქტებში. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი ტიპის ლექსიკონებს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში იყენებენ წარმატებულად, მათ შორის, გერმანიასა და პოლონეთში. მივესალმებით „საქართველოს ბანკის“ ამ ინიციატივას, რამდენადაც კერძო ფინანსური სექტორის ჩართულობას ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, მათ შორის, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. დამატებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, გეგმავს განავითაროს და გაამდიდროს ფინანსური ლექსიკონი, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საბანკო ტერმინებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. საქართველოს ბანკი, ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას და პერიოდულად მოხდება საბანკო ტერმინთა ლექსიკონის განახლება. საბანკო ტერმინთა ლექსიკონი ბანკის თანამშრომლებმა შექმნეს, ხოლო რეცენზენტობა გაუწია ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილების თანამშრომელმა, ფილოლოგიის დოქტორმა ნათელა მუზაშვილმა. ლექსიკონის რედაქტორი კი ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი ავთანდილ არაბულია, საქართველოს ბანკის სახელით ყველა მათგანს მადლობას ვუხდით გაწეული შრომისა და თანამშრომლობისთვის. (R)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)