03:46 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 18:55:59, 1123 ნახვა

საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს უერთდება

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საჩხერის სამედიცინო ცენტრი მთელი პასუხისმგებლობით უერთდება.

მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წლის 10 ნოემბერს 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ, ყოველი 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ერთი კონკრეტული უფლებისთვის ბრძოლის დღეა ხოლმე - განათლების, შრომის, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების და მათზე წვდომის...

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის წლევანდელი სლოგანია: „ჩემი ხმა საზოგადოებაში“.

სამწუხაროდ, დაუნის სინდრომის მიმართ საქართველოში საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ჯერ ისევ დაბალია, რაც  იწვევს თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრების გარკვეულ იზოლაციას.

მსოფლიო საზოგადოებამ ამ მიმართულებით ბრძოლის იარაღად „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) აქცია აირჩია, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, რომ:

 „ქრომოსომების განსხვავებული რაოდენობა“ არ არის დაავადება,  არ არის გადამდები, არ არის მემკვიდრეობითი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. არ შეიძლება ამ სიტყვის დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება.

„მზის შვილები“ ჩვენი მეგობრები არიან და „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი მზად არის, თავისი მიმართულებით პასუხისმგებლობა აიღოს და საჩხერის რეგიონში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics