|
2017-03-20 15:44:47, 1115 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა დეტალურად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გასულ წელს განხორციელდა. კერძოდ: დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის კრწანისი შინდისის და სამება-მახათას ახალი გზაზე, კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი მონაკვეთის პროექტზე, ასევე პუშკინის ესტაკადაზე. თბილისის მერმა 2016 წლის მნიშვნელოვან პროექტებს შორის გამოყო „ახალი ტფილისი“. პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს “ Man Truck and Bus AG”-ის 143 ახალი ავტობუსი ეყოლება. მერის თქმით, გარდა ამისა, 2017 წელს თბილისს ექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო. ტრანსპორტის ნაწილში თბილისის მერმა ხაზი გაუსვა საბაგირო გზების განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში უფუნქციო კუს ტბის საბაგიროს აღდგენა. ყურადღება გამახვილდა გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც. როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა განაცხადა, 2017 წელს თბილისს ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ 2016 წელს გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, რის შედეგადაც 3000-ზე მეტმა ბავშვმა შეძლო დარეგისტრირება. გარდა ამისა, 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან კითხვები ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, მსხვილი საინვესტიციო პროექტებისა და გამწვანების ღონისძებების შესახებ დაისვა. თბილისის მერის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს, რაც მომავალშიც გაგრძელდება. „საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები ჩვენთან ერთად, საინტერესო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულნი. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად , რომ მიგვეწოდებინა მათთვის ინფორმაცია 2016 წელს განორციელებული პროექტებისა და პროგმების შესახებ და გვესაუბრა 2017 წლის გეგმებზე. ძალიან საინტერესოდ წარიმართა პროცესი, გარდა იმისა, რომ გაკეთდა მათთვის პრეზენტაცია, ასევე ჩვენი მხრიდან მათთვის საინტერესო კითხვებსაც გაეცა პასუხები. წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ თამშრომლობას, რათა ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრი საიტერესო პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. პრეზენტაციაზე საუბარი ასევე შეეხო კულტურისა და სპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებს. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)