|
2017-03-18 11:57:42, 1286 ნახვა
საზოგადოება
ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე მარნეულსა და რუსთავში ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინური კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ორგანიზებით, რუსთავსა და მარნეულში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე ფერმერებს ორკვირიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა ფერმერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ.) მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებას, ასევე, ცოდნის გაღრმავებას მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკისა და მართვის საკითხებზე. აღნიშნული სასწავლო კურსი რიგით მეშვიდეა, რომელიც კვლევითი ცენტრისა და კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში ხორციელდება. სასწავლო კურსის მონაწილეებმა სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს, კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგის დახურვას სოფლის მერნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე დაესწო და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. „მსგავსი ტიპის პროექტები ქართველ ფერმერებსა და დარგით დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება, გაიზიარონ ჩინეთში ამ კუთხით არსებული გამოცდილება და უკეთ გაეცნონ ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სასათბურე მეურნეობების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ. საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეუნეობის ჯგუფის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე აშენებულია მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური. ახალი ტექნოლოგიებით აშენებული და აღჭურვილი სათბურები სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა. რიგით მერვე ტრენინგი 27 მარტს დაიწყება და 7 აპრილამდე გაგრძელდება. ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც სასაწავლო კურსს 35 ფერმერი და აგრარული მიმართულების სტუდენტი გაივლის, უფასოა. აღსანიშნავია, რომ ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე 300-მდე ფერმერი და დაინტრესებული პირი გადაამზადა.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)