02:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 17:30:35, 1248 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი სახალხო დამცველის მხოლოდ ერთი ვადით არჩევას მხარს არ უჭერს

საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანის ეკა ფოფხაძის განცხადებით,   ომბუდსმენი  სახალხო დამცველის  მხოლოდ ერთი ვადით არჩევასა და მის არჩევაში საპარლამენტო უმცირესობის სავალდებულო მონაწილეობას მხარს არ უჭერს.

“სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშრებით, ის, რაც შემოთავაზებულია, ცვლილების სახით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილების განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. ჩვენ მოვიძიეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება და უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლეს ქვეყანაში სახალხო დამცველის არჩევა ხდება ორი ვადით და მხოლოდ გამონაკლისია რამდენიმე ქვეყანა, სადაც სახალხო დამცველის არჩევა ხდება ერთი ვადით. ამ შემთხვევაში, ვადა არა 5 წელი, არამედ- 7, 8 და ზოგ შემთხვევაში, 10 წელია“, - აღნიშნა ეკა ფოფხაძემ.

ცვლილების ინიციატორი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეა.

 პარლამენტში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამწუთებშიც მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics