|
2017-03-17 14:18:58, 1140 ნახვა
საზოგადოება
ქუმსიშვილი: „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, ყველაფერი, რაც გვაქვს დაწყებული, უნდა შევამციროთ ან შევაჩეროთ
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ „ევროპული საქართველოს" მიერ წარმოდგენილი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფოს ბევრი მიმართულებით პრობლემა შეიქმნება. „ჩვენი ფისკალური გეგმით, რომელიც უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და რომელიც წარვადგინეთ გასული წლის ბოლოს, 2020 წლისთვის, მიმდინარე ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 26,5%-იდან 21,5%-მდე უნდა შემცირდეს. 2018 წლისთვის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იგი შეადგენს 23,5%-ს. ამავდროულად, უნდა გაიზარდოს ინვესტიციები კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით. ოპონენტების მიერ წარმოდგენილი პროექტი, რაც ზედაპირულად ვნახე ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით, მილიარდნახევარი ლარი დააკლდება ბიუჯეტს 2018 წელს, რომლის კომპენსაციის რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, ეს ნიშნავს იმას, რომ საჯარო სექტორში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით 80%-ით უნდა შემცირდეს ხელფასები, როგორც ჯარში, ისე პოლიციაში, ან მთლიანად გავანულოთ - არ უნდა გავცეთ პენსიები, ან მაგალითად, უნდა შევწყვიტოთ უნივერსალური ჯანდაცვა და ყველა სოციალური დახმარება, რაც რა თქმა უნდა, შეუძლებელია," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ბიუჯეტში ამ მოცულობის დანაკლისის კომპენსირების მეორე მიმართულებაა თუ სახელმწიფო შეწყვეტს საინვესტიციო პროექტებს. „ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც დღეს გვაქვს დაგეგმილი, უნდა შემცირდეს 40%-ით. მაგალითად, არ უნდა აშენდეს თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალი, ან მისმა მშენებლობამ უნდა გადაიწიოს 5 ან 8 წლით, არ უნდა აშენდეს ის ტურისტული გზები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და რომელიც ძალიან დიდი სარგებლის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის, ან მაგალითად არ უნდა აშენდეს ქუთაისი-აბასთუმნის, ქუთაისი-მესტიის, ჯუთა-არხოტის მიმართულებიდან ყაზბეგის მიმართულებით გზები, არ უნდა მოხდეს ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, არ უნდა განვახორციელოთ წყალმომარაგების პროექტები, რომელსაც ვაფინანსებთ და ა.შ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ძალიან მარტივია ასეთი განცხადებების გაკეთება, მაგრამ სოციალურად პასუხისმგებლიანი მთავრობისთვის, მთავრობისთვის, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური ზრდა, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, კაპიტალური დანახარჯის ნაწილში ეს შემცირება გამოიწვევს ეკონომიკის შემცირებას, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ვერ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)