01:52 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 12:06:51, 1565 ნახვა

საზოგადოება
20 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს ტერიტორიაზე 19 მარტის ჩათვლით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი თოვლი.

კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +7, +10, +16 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში კი +6, +12, +15 გრადუსია, მოსალოდნელია წვიმა. 

რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +9, +14 გრადუსი იქნება საშუალოდ.

დღეს, ჰაერის ტემპერატურა თბილისში +7 გრადუსი იქნება. ხვალ დედაქალაქში +15 გრადუსია მოსალოდნელი, 18 მარტს - +11 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა, ხოლო 19 მარტს დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics