01:15 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 22:07:44, 1465 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა ბათუმში ახლადგახსნილი სარაგბო ბაზა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთნ ერთად ახლადგახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.

 სარაგბო ბაზის მშენებლობა ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა და ის 7,5 მილიონ ლარამდე დაჯდა. პრემიერმა მოედანზე შეკრებილ მორაგბეებს, მათ გულშემატკივრებს, ყველა ბათუმელსა და აჭარელს ახალი სარაგბო კომპლექსის აშენება მიულოცა.

"ეს არის ის ადგილი, სადაც პატარა ბათუმელები და აჭარლები მსოფლიო რაგბისთვის მოემზადებიან. საქართველო აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი რაგბის ქვეყანა, კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს აიღებს და ამის წინაპირობაა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. ეს სტადიონი დააფინანსა ფონდმა "ქართუმ". ის 7,5 მილიონი ლარი დაჯდა და ქვეყნის მასშტაბით, ფონდ "ქართუს" მიერ დასრულებულია 76 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურა. შენდება კიდევ სამი სტადიონი და გარდა ამისა, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ფარგლებში, დახარჯულია ნაკრების შენახვაზე.

მთელი ეს რესურსი, რომელიც დაიხარჯა, რა თქმა უნდა, დიდწილად გახდა იმის საწინდარი, რა წარმატებებსაც დღეს ქვეყანა აღწევს რაგბის მიმართულებით",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა წარმატებები უსურვა მორაგბეებს და იმედი გამოთქვა, რომ "ბათუმი რაგბში თავის სიტყვას იტყვის. ბათუმის მორაგბეთა გუნდმა გიორგი კვირიკაშვილს სამახსოვრო საჩუქარი - რაგბის ბურთი გადასცა.

ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს და სამ მოედანს აერთიანებს. ძირითადი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი - 2500 მაყურებელზე, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედანი 500 მაყურებელზეა გათვლილი; მესამე ქვიშის მოედანი კი გათვლილია ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის. სარაგბო ბაზას ევროპული სტანდარტების განათების სისტემა აქვს, რაც თამაშებისა და წვრთნების ღამის საათებში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics