01:16 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 16:30:41, 1214 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

13,14 და 15 მარტს, ქუთაისში, სასტუმროში "ბაგრატი" საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (IჩMPD) მხარდაჭერით, საერთაშორისო გამშვებ პუნქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, ასევე, სახელმწიფო უწყებების შესაბამისმა დარგობრივმა ექსპერტებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მონაწილეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება, საერთაშორისო დაცვის სისტემის ზოგადი მიმოხილვა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics