|
2017-03-15 15:10:01, 2258 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკში ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს
ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოადგილე ირმა ქავთარაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრისა და მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა მომზადებულია ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ საქართველოს სამთავრობო უწყებების მონაწილეობით. როგორც მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, შეხვედრის მიზანია დაიგეგმოს ენერგოეფექტურობის შესაბამისი გეგმის ნაწილები, ისე რომ პროცესი უმტკივნეული იყოს ბიზნესისთვის. „ელექტროენერგიის მომხმარებელ 4 ძირითადი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენ ვთხოვეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რათა ყველა ამ კომპანიამ და ბიზნესმენმა იცოდნენ, რა ქმედებები იქნება განსახორციელებელი ამ მიმართულებით სამომავლოდ. შეხვედრის მიზანია ერთად დავგეგმოთ ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის შესაბამისი ნაწილები, ისე რომ პროცესი უმტკივნეულო იყოს ბიზნესისთვის და მთავრობამაც შეძლოს თავისი ვალდებულებების შესრულება“ -განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ. ცნობისთვის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანებით, საქართველომ ვალდებულებები აიღო, მათ შორის ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივით დადგენილი მოთხოვნების ნაწილში. ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, აღნიშნული დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, ეფუძნება ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორის ენერგოდამზოგავი სტანდარტებით მოწყობას. გეგმა ასევე გულისხმობს ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგოდაზოგვის პოტენციალის შესწავლას, თითოეული სექტორის განვითარების გეგმის და არსებული და დაგეგმილი პროექტების მიმოხილვას. მომავალში მათ საფუძველზე გაიწერება. შეხვედრის ორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო. (NS)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)