|
2017-03-15 00:28:06, 1820 ნახვა
პოლიტიკა
მაკკეინი: „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესის გადაწყვეტილება პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას ჰგავს
„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესის გადაწყვეტილება პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას ჰგავს, - ამის შესახებ სენატორმა ჯონ მაკკეინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვის მცდელობას ჰგავს. „ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი2-თან დაკავშირებით ჰგავს პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას და ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას", - აღნიშნავს სენატორი. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. „როგორც წარსულშიც მითქვამს, ღრმად მწამს იმის, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ნებისმიერმა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს“ - განაცხადა სენატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)