|
2017-03-14 18:26:25, 1816 ნახვა
პოლიტიკა
მელია: პრეზიდენტთან ერთად უნდა მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება “ოცნების” აღვირახსნილი პოლიტიკის წინააღმდეგ
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიოდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით კანონს ვეტო უნდა დააადოს. როგორც მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მთელმა ოპოზოციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა პრეზიდენტთან ერთად საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მოახდინოს. “ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გქვონდა, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრისას შევეხეთ თითქმის ყველა მიმართულების დაწყებული “რუსთავი 2”–თან დაკავსირებული საკითხებით, გაგრძელებული სასამართლო სისტემით, რომელიც ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან სრულ დამორჩილებას გულისხმობს. ასევე, განვიხილეთ ბათუმში განვითარებული მოვლენები, რამაც დიდი უარყოფითი გამოძახილი გამოიწვია არამხოლოდ აჭარასა და საქართველოში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაში. რამდენიმე ასეულმა ტურისტმა ბათუმში ბრონი გააუქმა. საერთაშორისო დონეზე ჩვენ გამოვჩნდით, როგორც არასტაბილური ქვეყანა”, – აღნიშნა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობასთან” და "ევროპულ საქართველოსთან” ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა. ბოლო კონსულტაცია პრეზიდენტს ხვალ “პატრიოტთა ალიანსთან” ექნება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)