|
2017-03-14 18:00:19, 1527 ნახვა
პოლიტიკა
ნატო და ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს განცხადებით გამოეხმაურნენ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერი მაია კოციანჩიჩი. „ევროკავშირი არ ცნობს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას", - აღნიშნავს ის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)