|
2017-03-14 17:09:40, 1213 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრისა გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის მიღების მიზნით, ვაკანსიას აცხადებს. ვაკანსია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით ცხადდება და ის არაანაზღაურებადია. მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანდიდატურები ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ. კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში საბჭოს მიერ შეირჩევა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატი, რომელიც დასამტკიცებლად მინისტრს წარედგინება. საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას უნდა ახლდეს არასამთავრობო ორგანიზაციის წესდების ასლი ნოტარიულად დამოწმებული სახით, წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. აღნიშნული დოკუმენტების და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. დამატებითი ინფორმაციის მიღება კი, სატელეფონო ნომრებზე - (+995 32) 231 27 47 (7420), საბუთები 2017 წლის 21 მარტს 18:00 საათის ჩათვლით მიიღება.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)