|
2015-04-03 16:46:31, 1575 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო სამხედროების მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადაში სამხედროების მასობრივ ინტოქსიკაციის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 2 აპრილს სამმა სამხედრო მოსამსახურემ ლაზარეთს მიმართა, სადაც დადგინდა, რომ მათ ქრონიკული დაავადებების ფონზე მცირედი პრობლემა შეექმნათ. „2 აპრილს, საველე სწავლების შემდეგ, სამმა სამხედრო მოსამსახურემ, მიმართა ლაზარეთს, სადაც დადგინდა, რომ მათ მცირედი პრობლემა ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული გასტრიტი და დიზბაქტერიოზი) ფონზე შეექმნათ. სამხედრო მოსამსახურეებს აღმოუჩინეს ერთჯერადი სამედიცინო დახმარება. ისინი იმ საღამოსვე დაუბრუნდნენ ქვედანაყოფს და გააგრძელეს დაკისრებული მოვალეობის შესრულება. თავდაცვის სამინისტრომ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა წერილით, რათა ლაბორატორიულად შემოწმდეს საკვები და სასმელი წყალი. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრო მსგავს ლაბორატორიულ შემოწმებებს პერიოდულად ახორციელებს შერჩევითი მეთოდით“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)