00:16 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 17:05:09, 1322 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში ისაკიანის, ნუშისა და ავშნის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ისაკიანის ქუჩაზე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტი ნუშისა და ავშნის ქუჩების კანალიზაციის ქსელის ცენტრალურ სისტემაზე დაერთებას ითვალისწინებს. ისაკიანის ქუჩაზე 72 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა ახალი მილები და დამონტაჟდება 4 ჭა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

კანალიზაციის ახალი ქსელის მოსახლეობამდე მიყვანა უკვე დასრულდა ნუშის ქუჩაზე. სისტემა მოეწყო დაახლოებით 400 მეტრ სიგრძეზე. ხვალიდან დაერთების სამუშაოები გაგრძელდება ავშნის ქუჩაზე. სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 259 508 ლარია.

კანალიზაციის სისტემის მოწყობის დასრულების შემდეგ ნუშისა და ავშნის ქუჩებზე მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა - მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics