|
2017-03-13 16:53:07, 3261 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ავსტრიული ხორცპროდუქტების კომპანია „შირნჰოფერის“ პირველი საფირმო მაღაზია იხსნება!
14 მარტს, თბილისში, ვაჟა- ფშაველას #7-ში, 15:00 საათზე, საფირმო მაღაზია „შირნჰოფერი“ ოფიციალურად გაიხსნება. მაღაზიაში თბილისელებისთვის უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ ძეხვეულთან ერთად, ავსტრიული ხორცისა და ყველის დელიკატესები გაიყიდება. გარდა ამისა, მაღაზია მომხმარებელს შესთავაზებს ავსტრიული ფქვილითა და ტექნოლოგიით ადგილზე გამომცხვარ პურის მრავალფეროვან არჩევანს. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევიან კომპანია „შირნჰოფერის“ წარმომადგენელი, ბატონი ალოის კაიზერი და პურის ტექნოლოგი - ბატონი ვერნერ კუბლი. პრეზენტაციას დაესწრებიან ავსტრიის ელჩი საქართველოში, ბატონი არად ბენკო და თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე. პირველი საფირმო მაღაზიის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ავსტრიული მხარისთვისაც. განხორციელდა დაახლოებით ნახევარი მლნ. დოლარის ოდენობის ლოკალური ინვესტიცია, შეიქმნა 20 -მდე ახალი სამუშაო ადგილი. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, უახლოეს მომავალში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაგეგმილია „შირნჰოფერის“ კიდევ რამდენიმე საფირმო მაღაზიის გახსნა. კომპანია „შირნჰოფერის“ შესახებ: ავსტრიის ქალაქ კაინდორფში იოსებ შირნჰოფერმა 1926 წელს დააარსა ხორცის კომპანია „შირნჰოფერი“. მისმა შვილმა, კარლ შირნჰოფერმა დედასთან ერთად 1950 წლიდან დაიწყო ძეხვეულის წარმოება და მალე გადაიქცა დიდ საწარმოდ. 1992 წლიდან კომპანიას მართავს უმცროსი კარლ შინრჰოფერი. კომპანია „შირნჰოფერი“ მდებარეობს ავსტრიის გულში - შტირიაში, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა რეგიონში. ის თითქმის საუკუნეა ქმნის 600-ზე მეტი დასახელების დელიკატესურ ძეხვეულს. წარმოებაში მხოლოდ ადგილობრივი ავსტრიული ხორცი გამოიყენება. ქვეყნის მასშტაბით, „შირნჰოფერს“ 630 პარტნიორი ფერმერი ჰყავს. სწორედ ამ ფერმებიდან იწყება ხარისხის უმკაცრესი კონტროლი, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და ლაბორატორიების საშუალებით მუდმივად ხორციელდება პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე. შირნჰოფერმა თავისი პროდუქციის ხარისხი ახალ საფეხურზე აიყვანა. ამის გამო სამართლიანად დაიმსახურა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, ასევე ჩვენთან, საქართველოში. „შირნჰოფერს“ მიღებული აქვს IFS - ის (International Food Standard) სერტიფიკატი, რომელიც პროდუქტის მუდმივ შემოწმებას ახორციელებს. საწარმოს პარტნიორები არიან: 2003 წლიდან: Vier Pfoten; 2004 წლიდან: Greenpeace; 2005 წლიდან: Kroswang.
(NS)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)