13:02 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 11:21:07, 2114 ნახვა

სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე მზადაა, გამოძიების კითხვებს უპასუხოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე მივიდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, გიორგი მამალაძე მზადაა, გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს. თუმცა, დაცვის მხარის  თქმით, დეკანოზი 90-იან წლებში ჩადენილ დანაშაულზე ვერაფერს იტყვის.

ე.წ. მატროსოვის ციხეში ასევე მივიდა პროკურორი ჯარჯი წიკლაური.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics