11:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 09:41:59, 2227 ნახვა

სამართალი
გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება. პროკურატურის წარმომადგენლებს ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 საათისთვის ელოდებიან. დეკანოზის ოჯახის უსაფრთხოება  უზრუნველყოფილია, რის გამოც გიორგი მამალაძე დაკითხვის განახლებას დათანხმდა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics