22:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 19:26:03, 1546 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციების სააგენტო ზუგდიდის ტექნოპარკში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინოვაციების დღეებს ჩაატარებს

ზუგდიდის ტექნოპარკში,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ინოვაციების დღეებს ჩაატარებს.

ინოვაციების სააგენტო სტარტაპებსა და პოტენციურ სტარტაპებს გააცნობს სახელმწიფოს ხედვას ინოვაციების განვითარების კუთხით. წარუდგენს საკუთარ პროგრამებს, პროექტებს და სერვისებს. წარმატებული სტარტაპები და მეწარმეები ჩაატარებენ ტრენინგს და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას.

ორდღიან ღონისძიებაზე მონაწილეობას ინოვაციების სააგენტოსთან ერთად, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სს ,,საპარტნიორო ფონდი'' და  სსიპ ,,ბავშვთა და  ახალგაზრდობის განვითარების ფონდი'' იღებენ.  თითოეული სტრუქტურა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროექტებისა და სერვისების შესახებ უამბობს.

ღონისძიების ბოლოს, ინოვაციების სააგენტო 10 მუნიციპალიტეტთან  მემორანდუმს გააფორმებს, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდებიან სამომავლო თანამშრომლობაზე და  რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე.

ინოვაციების დღეების დასკვნით ეტაპზე, 12 მარტს, USAID G4G-ის გრანტის ფარგლებში „ელვა", „ჯეოლაბის" დახმარებით, გამართავს კრეატიული იდეების მარათონს (მეიქათონი), სადაც ახალგაზრდებს  საშუალება ექნებათ იმუშაონ ტექნოლოგიური პროექტების იდეებზე და კონცეფციებზე. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics