|
2017-03-10 17:53:46, 2024 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩიხრაძე: სამწუხაროა, რო მმართველი გუნდი პრეზიდენტის დღევანდელ პრეზენტაციას არ დაესწრო
პრეზიდენტის მრჩეველის პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ პრეზენტაციას არ დაესწრო. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცენდენტოა ქვეყნის ისტორიაში. მისივე შეფასებით, პოლიტიკოსებმა პირველ რიგში საზოგადოების აზრი უნდა გამოითხოვონ და კონსტიტუციაში ასახონ. "ძალიან სამწუხაროა, რომ არ მონაწილეობდნენ მმართველი გუნდის წევრები. ნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ შეკრებილი საზოგადოება ერთსულოვანია, სწორედ იმის განცდაში და აღქმაში, რომ კონსტიტუცია არის ყველასი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის ჩართულობის უზრუნველყოფა საკონსტიტუციო პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხალხის სიმრავლის არ უნდა გვეშინოდეს. პირიქით უნდა უზრუნველვყოთ ამისთვის ყველა საჭირო მექანიზმი და დღევანდელი შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტისა სწორედ ამას ემსახურებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, როგორიც არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში. პოლიტიკოსებმა პირველ რიგში უნდა გამოვითხოვოთ საზოგადოების აზრი და ეს კონსტიტუციაში ავსახოთ. შემდგომში შეიძლება ხარვეზების გამოსწორება, რომ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. ბოიკოტის ფორმა ამ შემთხვევაში, არც მინდა ბოიკოტი დავარქვა, მოდი დავარქვათ, რომ ამას ჰქონდა გარკვეული ობიექტური მიზეზები, იმიტომ რომ ჩვენ რეგიონებში ხშირად მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრები, ჯობს, სანამ პროდუქტი ჩამოყალიბდება მანამდე ვიცოდეთ საით მიდის ეს ცვლილებების სულისკვეთება. ამ კონსტიტუციის ქვეშ უნდა შეიქმნას ყველა კანონი და ყველა მოქალაქემ იცხოვროს მშვიდად და თანასწორად", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)