|
2017-03-10 17:03:00, 2279 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბაშიშვილი: პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის წერის პროცესში საზოგადოების ჩართულობას ემსახურება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანია კონსტიტუციის წერის პროცესში საზოგადოების ჩართულობას ემსახურება. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვლის, რომ ინიციატივის ფარგლებში, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას დაეხმარება. "ჩვენ ვიწყებთ კამპანიას "კონსტიტუცია ყველასია", რომელიც გულისხმობს საზოგადოების მაქსიმალურად ყველა წევრის ჩართვას, გააქტიურებას კონსტიტუციის წერის პროცესში. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის წერის პროცესში უნდა ჩაერთოს საქართველოს ყველა მოქალაქე და ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ მექანიზმების ამუშავებას უზრუნველვყოფთ. მივალთ თითოეულ მოქალაქეებთან, იმისათვის, რათა ისინი იყვნენ უფრო მეტად აქტიურები. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესით დავეხმარებით საკონსტიტუციო კომისიას, როდესაც დაიწყება სახალხო განხილვები იმ სამუშაო ვერსიის, რომელიც იქნება კომისიის მიერ წარმოდგენილი. იმისთვის, რომ ეს განხილვები იყოს უფრო კვალიფიციური, იყოს უფრო ხალხმრავალი და რეალურ შედეგზე დაყრდნობით და არა ისე, როგორც ეს წინა საკონსტიტუციო კომისიების შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე", - აღნიშნა აბაშიშვილმა. რაც შეეხება პრეზიდენტის გასვლას რეგიონში, აბაშიშვილის თქმით, პირველი გასვლა თელავში, 13 მარტს არის დაგეგმილი. ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით დღეს კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" დაიწყო. კამპანიის მიზანია კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება მთელ საქართველოში, ასევე კონსტიტუციური ღირებულების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)