2017-03-09 20:21:24, 2370 ნახვა
ეკონომიკა
ქუვეითური ფონდი ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს
არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი, ბათუმი - ახალციხის გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს.
შესაბამისი შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტში განხორციელდა, რომლის თანახმადაც საქართველო არაბული ფონდიდან 8 მლნ ქუვეითურ დინარს (26,5 მილიონი აშშ დოლარი) მიიღებს.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ. მონაკვეთის (ხულო-გოდერძის მონაკვეთი) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან