16:03 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 22:50:41, 1720 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი რ2-ზე: ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი

აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი, - ამის შესახებ იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის საქმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ შიშები, რომელიც აქვთ პარტნიორებს, გარკვეულწილად გადაჭარბებულია. მისივე თქმით, "საქართველოში არის მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით".

„ჩვენ საპასუხო წერილს მოვამზადებთ, რომელიც გამოქვეყნდება. საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ეს საქმით დავადასტურეთ. საქართველოში არის მნიშვნლოვანდ გაუმჯობესებული გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა, რაც დადასტურებულია ყველას მიერ. ვფიქრობ, შიშები, რომელიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს, არის გარკვეულწილად გადაჭარბებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში არის მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად შეიქმნა, მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არავითარი საფრთხე დემოკრატიზაციის კუთხით საქართველოში არ არსებობს. ამის გარანტია ჩვენი ხელისუფლებაა. ჩვენ ეს არაერთხელ დავადასტურეთ და ამ მიმართულებით სვლას ვაგრძელებთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics