16:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 16:01:15, 1763 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და ანჯელინო ალფანომ საქართველო-იტალიის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ტანამშრომლობის მინისტრმა ანჯელინო ალფანომ რომში გამართულ შეხვედრაზე  საქართველო–იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს 

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებს.

მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო–ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალზე. 

შეხვედრაზე  იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად გაზრდის იტალიელი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

აღინიშნა, რომ შენგენის წევრ ქვეყნებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააღრმავებს კულტურულ კავშირებს, ტურისტულ და ბიზნესურთიერთობებს. 

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ანჯელინო ალფანოს ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი იტალიის მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics