|
2017-03-08 10:44:06, 2617 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს „მაკდონალდსი“ ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
საქართველოს მაკდონალდსი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს. საპატიო ჯილდო მაკდონალდს საქართველოს 2016 წლის კვლევის შედეგად, მსოფლიოს უდიდესი რესტორნების ქსელის ევროპის ცენტრალურმა ოფისმა მიანიჭა. „მაკდონალდსი 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს დღეისთვის და ყოველწლიურად ახდენს ბაზრების კომპლექსურად შეფასებას სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ამჯერად ჯილდო როგორც ევროპის გამორჩეულ ბაზარს საქართველოს ხვდა წილად. დაიმსახურო „საუკეთესოს“ წოდება ისეთ ქვეყნებს შორის როგორებიცაა ავსტრია, ბელგია, პორტუგალია, ფინეთი და ა.შ, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს და მეტ სტიმულს გვაძლევს სამომავლო განვითარებისთვის.“ - აცხადებს მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე. კომპანიის ხედვა და სტრატეგიული პრიორიტეტები, მომსახურება და სისუფთავე, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ინოვაციების დანერგვა, ხარისხი და ხარისხის კონტროლი, ბიზნესის განვითარება და რეზულტატები - ეს ის ინდიკატორებია, რის მიხედვითაც მაკდონალდს საქართველომ განსაკუთრებული შედეგები აჩვენა და ჯილდოც დაიმსახურა. საქართველოს მაკდონალდსი იყო ერთერთი პირველი, რომელმაც ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანასთან ერთად მომსახურების ახალი პლატფორმა წარმატებით დანერგა და არაერთ ევროპულ ბაზარს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. სულ ახლახანს კი მაკდონალდს საქართველომ მომხმარებელს კიდევ ერთი ინოვაცია - შესაკვეთი კიოსკები წარუდგინა, რომელიც მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა მორგებული, ადაპტირებულია შშმ პირებზე და მომხმარებლის კომფორტზე ფოკუსირდება. ახლახანს თბილისში გაიხსნა მაკდონალდსის ლოჯისტიკური ცენტრიც, რომელიც 30 რესტორნის მომსახურებაზეა გათვლილი და თავისი მასშტაბით ამიერკავკასიაში უდიდესი, ხოლო სტანდარტებით უმაღლეს კატეგორიაში ხვდება. კომპანია პროდუქციას ევროპის საუკეთესო საწარმოებიდან იღებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საკვებს სთავაზობს. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს-დღეობით 11 რესტორანს აერთიანებს, წელს კომპანია კიდევ ერთი რესტორნის გახსნას ქუთაისში გეგმავს. მაკდონალდსში 930 თანამშრომელი მუშაობს, რომელთა საშუალო ასაკიც 20-22 წელია და ყოველდღიურად დაახლოებით 15 000 სტუმარს ემსახურება. მაკდონალდს საქართველოს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული როგორც ხარისხისთვის და მომსახურებისთვის, ასევე გამორჩეული დიზაინის და არქიტექტურის მქონე შენობების შექმნისთვის.
(R)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)