|
2017-03-07 15:59:01, 4975 ნახვა
კულტურა
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოტოგამოფენა „100 წლის შემდეგ“ გაიმართება
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ფოტოგამოფენა, სახელწოდებით: „100 წლის შემდეგ“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აჭარაში მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული ქალბატონების ფოტოპორტრეტები. აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 ქალბატონი ცხოვრობს, 8 მათგანს 100 წელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეუსრულდება. ფოტოგამოფენას დაესწრებიან უხუცესი ქალბატონების ოჯახის წევრები. ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. სამინისტრო 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოვლწლიურად 1000-1000 ლარს გადასცემს. 100 წელს გადაცილებული ქალბატონები, დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტში „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“ ჩაერთვებიან. პროექტის მიზანი ხანდაზმულთა გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბებაა. ხანდაზმულთა გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“. ფოტოები საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ფოტოგრაფმა მარია ზოიძემ გადაიღო.
(NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)