|
2017-03-06 23:21:46, 1393 ნახვა
საზოგადოება
ვიცე-პრემიერის თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედიის არსებობა
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და მოცემულობა, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. "რაც შეეხება რუსთავი 2"-ის პროცესს, ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და მოცემულობა, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა 2012 წლის არჩევნების შედეგად სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სიკეთეებთან ერთად და ეს არის, რასაც პირველ რიგში ჩვენი გუნდი არ დათმობს, ვინაიდან ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ჯიბის სასამართლო და დატერორებული ტელევიზიები. ჩვენ ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს და ღიად უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ბევრი დრო არ გასულა, სულ რაღაც ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გარემოებები შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში",-განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, "რუსთავი 2" ეს არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ". "ამაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმით მინდა ვთქვა, სიტყვის თავისუფლების უფლებით, და რა? - როდის ჰქონიათ ამ გამოხატვაში მათ პრობლემა? როდისმე ჰქონიათ მუშაობაში ბარიერები? ისმის ძალიან მარტივი კითხვა- თუ ამ 5 წლის მანძილზე ტელევიზია, კონკრეტული პარტიის პროპაგანდის რუპორი არ შეზღუდულა, მეტიც, ხელისფულება, თითოეული ჩენგანი, მეც ვთანამშრომლობდით ზუსტად ისე, როგორც სხვა არხებთან. რატომ შეიზღუდება მანცდამაინც ახლა? თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა, მეგობარმა და მოქალაქემ მშვენივრად იცის, რომ 'რუსთავი 2"-ს არავითარი შეზღუდვა არ ჰქონია და არ ექნება არასდროს",- განაცხადა კახა კალაძემ.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)