13:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 17:19:26, 2646 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხმალაძე: პრეზიდენტის განცხადება არაკორექტული იყო, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი ნაწილობრივ

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით არაკორექტული იყო, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისც ნაწილობრივ არაკორექტულია.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს უფლებები არ დააკლდება და ის იგივე უფლებებით ისარგებლებს. 

”განცხადება, რაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის მისამართით გააკეთა, იყო არაკორექტული, ისევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი იყო ნაწილობრივ არაკორექტული. ყველას შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ვერსიები განიხილება კომისიაში და ამ ვერსიების მიხედვით პრეზიდენტის უფლებები არ არის შეზღუდული. რა უფლებებიც აქვს პრეზიდენტს, ისევ ის უფლებები რჩება, არ აკლდება”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, შეიძლება იფიქრონ პოზიციის გადახედვაზე და იმაზე, რომ მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები არ ჩატარდეს. 

ამ განცხადებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა: ირაკლი კობახის თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics