14:03 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 19:23:14, 1745 ნახვა

პოლიტიკა
EPP-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვიდრე არ გაირკვევა „რუსთავი 2“-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს

ვიდრე არ გაირკვევა რუსთავი2-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ განაცხადა.

მისი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის მთავრობას.

„ეს არის მკვეთრად არასწორი გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის მთავრობას. ეს გააკეთეს ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღეს, რაც ევროკავშირის დაცინვა იყო. ასეთ ვითარებაში, ვიდრე არ გაირკვევა რუსთავი2-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, რადგან საქართველო არ ასრულებს კრიტერიუმებს. ევროკავშირს აქვს ყველა საბაბი, რომ თავი იგრძნოს მოტყუებულად საქართველოს მიერ. ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ არა ეს მთავრობა, რომელიც კულისებიდან იმართება ივანიშვილის მიერ“, - აღნიშნა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ის მიმართავს კომისიას, რათა სავიზო რეჟიმის ამოქმედების გადაწყვეტილების გამოქვეყნება შეაჩეროს.

„თუ საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ გაგრძელდება ასოცირების პროცესი ისე, თითქოს არაფერი მოხდარა, მაშინ შევახსენებ, რომ ამ პროცესს დასასრულიც აქვს", - განაცხადა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics