09:49 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 00:51:18, 2460 ნახვა

სამართალი
პაატა სალია: ქიბარ ხალვაში აუცილებლად უპასუხებს ნიკა გვარამიას შეთავაზებას

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, ნიკა გვარამიას შეთავაზებას, გამოისყიდოს „რუსთავი 2“-ის წილების 100“, ქიბარ ხალვაში პასუხს აუცილებლად გასცემს, - ამის შესახებ ადვოკატმა "მოამბეს" განუცხადა. 

სალიას თქმით, პასუხი ამ შეთავაზებაზე ხვალ გახდება ცნობილი.

„არ ვარ უფლებამოსილი, რომ ახლა ვთქვა რამე. ხვალ მექნება კონტაქტი ქიბარ ხალვაშთან და ის აუცილებლად უპასუხებს ნიკა გვარამიას. კარგია, რომ ქიბარ ხალვაშს ელაპარაკებიან ამ საკითხზე.

ამაღამ პასუხი არ იქნება, თუმცა ხალვაში ამ განცხადებაზე პასუხს აუცილებლად გასცემს.

ამასთან, ჯერ უნდა გავეცნოთ შემოთავაზებას და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორი პასუხი გვექნება“,- განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს შესთავაზა, რომ ტელევიზია ამჟამინდელ კოლექტივს მიყიდოს.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესმა გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქიბარ ხალვაში, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics