12:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 11:13:51, 1547 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაში მიიღებს მონაწილეობას

,,თავისუფალი დემოკრატები” სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაში  მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ პარტიის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი:

 „ჩვენ სიტყვის თავისუფლებას ვიცავთ ყოველთვის, იმის მიუხედავად, ხელისუფლებაში ვართ თუ ოპოზიციაში. სიტყვის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვა ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ და მისდამი კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებსა და ჟურნალისტებს დაუბრკოლებლად შეეძლებათ საქმიანობა. ამიტომ რუსთავი ორის ისეთი სახით შენარჩუნებას, რომელი სახითაც დღეს არსებობს, ჩვენ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ, როგორც საკვანძო მომენტს თავისუფალი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის ბრძოლის საქმეში.

,,თავისუფალი დემოკრატები“ ,,რუსთავი 2“ - ის დამოუკიდებლობის დასაცავად მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია სიტყვის თავისუფლება, პლურალისტული მედია და კრიტიკული აზრი.

ჩვენ ერთად უნდა შევაკავოთ ძალაუფლების უზურპაციისკენ მიდრეკილი ხელისუფლება და მასზე დაქვემდებარებული, პოლიტიზებული სასამართლო. ჩვენ ერთად უნდა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპები!“,-აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics