14:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 18:29:29, 2317 ნახვა

სამართალი
გვარამია: ხვალ გადაწყდება არა მარტო „რუსთავი 2”-ის, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში

ხვალ გადაწყდება არა მარტო "რუსთავი 2"-ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში. ხვალ უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა გადაწყვეტს საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება", - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა.

ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საკუთარ თავს პროფესიულად არ დაიმარხავენ და არ დამარხავენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას. არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ს რამდენიმე მოთხოვნა აქვს. მისი თქმით, დიდი პალატის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ იქნებიან განწყობილები. 

აქვე, "რუსთავი 2" ხვალ უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას აანონსებს. ნიკა გვარამიას თქმით, ხვალ 12:30-დან "რუსთავი 2"-ს საღამომდე უწყვეტი მაუწყებლობა ექნება.

"ხვალ უზენაესი სასამრთლო მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს. ხვალ უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტს, ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი, რომ ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას.

პირველის ნახევრიდან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველდღე, ვიდრე უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

სამწუხაროდ, პროცესი მიმდინარეობს ჩვენი დასწრების გარეშე და ზეპირი განხილვის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევაა ჩვენი შეფასებით, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე დარღვევაა იმ ადამინების შემადგენლობაში ყოფნა, ვინც ვერ იქნება მიუკერძოებელი და იქნება განწყობილი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics