|
2017-03-01 12:24:25, 2386 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კომისიამ 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 890 პირის საკითხი განიხილა. „შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წლის პირველ მარტს 157 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 8 ქალბატონ მსჯავრდებულს და 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. 93 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა, რომელთაგან 6 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანია. შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, მათ შორის 2 ქალბატონს“, - განაცხადა ქორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)