11:35 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 13:02:12, 1473 ნახვა

პოლიტიკა
ნიგერია ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალ სეგმენტში მონაწილეობის ფაგლებში, ჟენევაში შეხვედრა გამართა ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯოფრი ონიემასთან.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში  აფრიკულ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობა.

მათივე ინფორმაციით,  განსაკუთრებით აღინიშნა განათლების სფეროში აქტიური თანამშრომლობა და ნიგერიის მხრიდან საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების მიმართ დიდი ინტერესი.

ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ნიგერიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაინტერესება გამოხატა ელეტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებით,  ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალქეების მომსახურებისა და მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იდეის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ანალოგიური მომსახურება გაეწიოს იურიდიულ პირებსაც.

მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ნიგერიელებს და ამ მიზნით კოლეგა საქართველოში მიიწვია.

კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში ნიგერიისა და საქართველოს თანამშრომლობა.

ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ტუნისისა და  კოტ დიუვარის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქემაიეს ჯინაოუისს და მარსელ ამონ ტანოსს. ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ტუნისში მიხეილ ჯანელიძის მოსალოდნელ ვიზიტს, რაც მხარების შეფასებით ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics