|
2017-02-28 12:21:54, 2303 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა გალარების შესახებ კლიენტების კითხვებს უპასუხა
"თიბისი ბანკში" სესხების გალარების თემაზე მომხმარებლებთან შეხვედრა გაიმართა. სესხების გალარების პროგრამის შესახებ კლიენტების შეკითხვებს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ უპასუხა. სესიის მიზანი სესხების გალარების შესახებ მომხმარებლებისათვის სრული, პროფესიონალური ინფორმაციის მიწოდება იყო. „ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა კლიენტებმა ამომწურავი პასუხი მიიღონ პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე. ჩვენ მათ ვესაუბრეთ ლარში სესხებსა და დოლარში სესხებს შორის სხვაობაზე, გაცვლით კურსზე, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე. ყველა ის საკითხი მოვიცავით, რომელიც უკავშირდებოდა სესხების გალარების თემას. პროგრამის დასრულებამდე კლიენტების გააქტიურებას ველოდებით. ჩვენი მიზანია, რომ მათ თავად მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება საკუთარ სესხებთან დაკავშირებით და ინფორმაცია ჰქონდეთ ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც ლარისა თუ დოლარის სესხზე ახდენს გავლენას,"- აცხადებს გიორგი შაგიძე. შეხვედრა თიბისი ბანკში საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)