07:02 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 21:47:52, 2435 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ხმის, ხელნაწერებისა და „დე-ენ-ემ“-ის ნიმუშების აღების გამო, გიორგი მამალაძის დაკითხვა ვეღარ მოხერხდა

ხმის, ხელნაწერებისა და „დე-ენ-ემ“-ის ნიმუშები ავიღეთ. ვინაიდან პროცედურამ დიდხანს გასტანა, მისი დაკითხვა ვეღარ მოხერხდა, - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

პროკურორის განცხადებით, ისინი ოპტიმალურ დროზე შეთანხმდნენ და ამის შემდგომ მოხდება ბრალდებულ მამალაძის დაკითხვა.

მან აქვე დაცვის მხარის ბრალდებას, რომ პროკურატურა საქმის გაჭიანურებას ცდილობს, სიცრუე უწოდა.

„ჩვენ შესულები ვიყავით შესაბამისი ნიმუშების ასაღებად, კერძოდ ხმის, ხელნაწერებისა და „დე-ენ-ემ“-ის ნიმუშები ავიღეთ. ვინაიდან პროცედურამ დიდხანს გასტანა, მისი დაკითხვა ვეღარ მოხერხდა. შევუთანხმდებით დაცვის მხარეს, როცა იქნება ოპტიმალური დრო და მოხდება ბრალდებულ მამალაძის დაკითხვა. საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შევადარებთ დღეს აღებულ ნიმუშებს", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics