07:02 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 09:32:40, 2256 ნახვა

სამართალი
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დამატებითი სერვისები დაინერგება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობების გაუმჯობესებისა და სათანადო სერვისით უზრუნველყოფის თემაზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ კონფერენცია ჩატარდა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა, ახლად დამტკიცებული რეგულაციები და დანერგილი სიახლეები განიხილეს. ღონისძიებაზე გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია, რაც დაკავებული არასრულწლოვნებისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

კონფერენცია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურილი ტიპის დაწესებულებებში“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი იყო საქართველოს შს სამინისტროს მხარდაჭერა, დროებითი მოთავსების იზოლატორების შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics