10:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 18:18:52, 1800 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს და სომხეთის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველო - სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ამ ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს ძალიან დიდი პერსპექტივები, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში არსებულ გამოწვევებს  და უსაფრთხოების გარემოს.

როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, განხილული იქნა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში დღეს აქტიურად დგას და დაისახა კონკრეტული ნაბიჯები თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.

სომხეთის დელეგაციასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები და საქართველოს სამთავრობო დელეგაცია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics