09:28 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 17:27:34, 1844 ნახვა

პოლიტიკა
კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში მიიწვია

 

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა  ქართველ კოლეგას, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოში მოწვევისთვის და გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ  ამ ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობენ.

„ვისაუბრეთ რეგიონალური თანამშრომლობის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთი განიხილონ, როგორც ქვეყანა, სადაც შეიძლება ინვესტიციის განხორციელება, ტურისტად ჩასვლა. ჩვენს კოლეგებს აქვთ შემოთავაზება ბიზნესმენებისთვის, რათა მოეწყოს  შეხვედრა და განვიხილოთ, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ბაზრის შესაძლებლობები,"–აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, რაც მისი შეფასებით, კიდევ უფრო განამტკიცებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს.
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics