|
2017-02-23 17:19:15, 1025 ნახვა
რეგიონი
ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, "არტსტუდიო-პროექტისა“ და ,,გეოგრაფიკის“ წარმომადგენლები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ტრასების დაგეგმარების სპეციალისტ-ექსპერტები სამუშაო ვიზიტით ბახმაროში იმყოფებოდნენ, სადაც ზამთრის პირობებში, არსებული დასაგეგმარებელი ტერიტორია დაათვალიერეს და საექსპერტო შეფასებები გააკეთეს. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებაზე ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კერძო და საჯარო უწყებებთან ერთად მუშაობს. სპეციალისტების ერთმა ჯგუფმა დასაგეგმარებელი ტერიტორიები, ასევე პანორამული გადმოსახედი ადგილები დაათვალიერა და ზონირებისა და განაშენიანების რეგულირების კონტექსტში შეაფასა. პარალელურად, სპეციალისტების მეორე ჯგუფმა, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სამთო-სათხილამურო ტრასების, გაუკვალავ თოვლში სრიალის (ჰელისკის) და ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობების ანალიზის მიზნით, შვეულმფრენით შემოგარენი მთების, ხეობებისა და ფერდობების დაზვერვა-შეფასება განახორციელა. ამავე მიზნით თხილამურებით ათი საექსპერტო დაშვება განხორციელდა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ერთანეთში ინფორმაცია გაცვალეს და ბახმაროს განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ბახმაროში ჰელისკის განვითარებაზე მომუშავე შვეიცარიელმა ინვესტორმა და მისმა ადგილობრივმა პარტნიორებმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №317 განკარგულების ,,ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს ,,არტსტუდიო-პროექტმა" უკვე დაასრულა და სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეათანხმა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მესამე ეტაპის სამუშოებზე, რაც ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას გულისხმობს.
(NS)
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო: გორში მომხდარ ცემაში მონაწილე პოლიციელები საქართველოდან არ წასულან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)