|
2017-02-23 10:56:58, 1171 ნახვა
საზოგადოება
1 მარტიდან მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად საბუთების მიღებას იწყებს
სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად 1 მარტიდან საბუთების მიღებას იწყებს. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები ფინანსდებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულაზე ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ, აკრედიტებულ, სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე. მათივე ინფორმაციით, წელს, პირველად დოქტორანტურის სტუდენტები პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიისგან დაფინანსებას მიიღებენ. ახალი წესის შესაბამისად მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სასწავლო გრანტის ფარგლებში 50%- დან 100%-მდე დაფინანსდებიან. 2015-2016 წლებში „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 4500-მდე თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტი. დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი; 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 1 მარტიდან - 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. (მის: შარტავას ქ. N7) (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)