|
2017-02-22 10:52:12, 2642 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკში“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სესხების 19 პროცენტია გალარებული
„ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ბანკის იმ სესხებიდან რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გალარებას ექვემდებარება, 19 პროცენტია გალარებული. პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანას გულისხმობს. პროგრამის პირობების თანახმად შესაძლებელია მაქსიმუმ 40 000 დოლარის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანა არსებულ კურსს მინუს 20 თეთრის გათვალისწინებით. ამასთან ერთად თუ სესხის მოცულობა აღემატება დაწესებულ ლიმიტს შესაძლებელია მისი ნაწილის, მაქსიმუმ 40 000 დოლარის, გალარება. აღნიშნული პროგრამით სუბსიდირებას ექვემდებარება 2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირების ან ინდმეწარმეების მიერ აშშ დოლარში აღებული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. გალარების პროგრამა 17 მარტამდე გრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ბანკის ფილიალებს ან დაუკავშირდით ქოლ ცენტრს ნომერზე 224 24 24.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)