23:41 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 17:02:28, 2426 ნახვა

ეკონომიკა
სერვისების განვითარების სააგენტოს საბერძნეთის დელეგაცია ეწვია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საბერძნეთის დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის მიზანს სააგენტოს საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. საბერძნეთის დელეგაციას, რომელსაც ადმინისტრაციული რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის მინისტრი ოლგა გეროვასილი ხელმძღვანელობს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. დაგეგმილია დელეგაციის სტუმრობა მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრსა და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics