|
2017-02-21 23:00:46, 1893 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მიჩნდება უსიამოვნო განცდა, რომ ფაქტობრივად ყველა არხი სტრესის რეჟიმშია
მიჩნდება უსიამოვნო განცდა, რომ ფაქტობრივად ყველა არხი სტრესის რეჟიმშია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არა მარტო რუსთავი2-ს, არამედ სხვა ტელევიზიებსაც სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა. მისივე თქმით, "არაერთი კარგი გადაცემა დაიხურა გარკვეული მიზეზების გამო". პრეზიდენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბრისას აღნიშნა, რომ ტელევიზიას ბორდი მართავს, რომელზეც არის დამოკიდებული ტელეკომპანიის განვითარება. „ეს ფონი თავისთავად არ არის კარგი არავისთვის. ამ ფონზე მიმდინარე საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ დებატებიც ამ კონტექსტში და ამ გარემოში, ბუნებრივია, გარკვეულ კითხვებს აჩენს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)